თეგებით ძიება

განათლების სამინისტრო სასკოლო კვების მიმართულებით რეფორმას გეგმავს

ჩვენს ოპონენტებს რატომღაც ბოლო პერიოდში გაახსენდათ სასკოლო კვება, არადა ეს საკითხი მრავალი წელია გამოწვევაა და სისტემისგან, ჩვენგან საჭიროებს გარკვეული ნაბიჯების გადადგმას, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა ზოგადი განათლების რეფორმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ, პრემიერთან შეთანხმებით, დავიწყეთ ამ საკითხზე მუშაობა. პირველი, რაც გავაკეთეთ, ისაა, რომ სამინისტროში შევქმენით სპეციალური პროგრამა, რომელიც ქალაქებისა და რეგიონების დონეზე იწყებს თითოეული სკოლის შესწავლას, თუ რა შესაძლებლობებია იქ და როდის შეძლებენ სასკოლო კვების პროცესში ჩართვას. ეს მოგვცემს ნათელ სურათს უახლოეს მომავალში, თუ როდის, რა კონცეფციით შეგვიძლია ამ საკითხზე მუშაობის დაწყება“, - აღნიშნა ამილახვარმა.

მისივე თქმით, დამტკიცდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში კვების ობიექტის ფუნქციონირებისთვის დადგენილი მოთხოვნები. ასევე, საქართველო გაწევრიანდა სასკოლო კვების საერთაშორისო კოალიციაში და განისაზღვრა ეროვნული ვალდებულებები.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა