თეგებით ძიება

მხარს ვუჭერთ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას - ანა ლუჰრმანი

ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ამ კვირაში, რადგან ცხადია, რომ საქართველოს მოსახლეობა ევროკავშირის მიმართულებით მოძრაობის მომხრეა, - ამის შესახებ გერმანიის ევროპისა და კლიმატის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ანა ლუჰრმანმა ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, უჭერს თუ არა მისი ქვეყანა მხარს საქართელოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

მისი თქმით, საქართველომ გაატარა რეფორმები, მაგრამ ქვეყანას ჯერ კიდევ ბევრი რეფორმა აქვს გასატარებელი.

„მე ოქტომბერში ვიყავი საქართველოში და ვნახე, როგორი ენთუზიაზმითაა ხალხი განწყობილი ქვეყანაში ევროკავშირთან დაკავშირებით. ვფიქრობ, გატარებული რეფორმები სწორ მიმართულებაზე მიუთითებს, მაგრამ ცხადია, რომ ქვეყანას ჯერ კიდევ ბევრი რეფორმა აქვს წინ და ჩვენ განსაკუთრებით ველოდებით თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების პროცესს მომავალ წელს“, - აღნიშნა ანა ლუჰრმანმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა