ბაბი კირკიტაძე მიმართვას ავრცელებს
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, მომღერალ, ბაბი კირკიტაძესთან დაკავშირებით ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ ვიდეოჩანაწერზე გამოძიება დაიწყო.
როგორც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.
მომღერალმა, ახლახან instagram გვერდზე მიმართვა გაავრცელა და ყველას გვერდში დგომისთვის, მადლობა გადაუხადა.
„გამოძიება დაწყებულია, დიდი მადლობა ყველა ჟურნალისტს და თითოეულ თქვენგანს მხარდაჭერისთვის“,- წერს ბაბი კირკიტაძე.