თეგებით ძიება
12. 12. 2023 მსოფლიო

ევროკავშირის გაფართოება იქნება ჩვენი დღის წესრიგის მნიშვნელოვანი თემა - ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი

ევროკავშირის გაფართოება იქნება ჩვენი დღის წესრიგის მნიშვნელოვანი თემა. ამ თვალსაზრისით წინ გველის ერთ-ერთი ისტორიული სამიტი, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებია მისაღები, - განაცხადა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა მიროშ შეფჩოვიჩმა.

ვიცე-პრეზიდენტის თქმით, მას პოზიტიური შედეგების მოლოდინი აქვს.

„დღეს ამ საკითხს მინისტრები განიხილავენ და მე არ ვისურვებდი დასკვნებით ამ დისკუსიისთვის დამესწრო. ბუნებრივია ყველა ასპექტი იქნება განხილული და დისკუსიის დასრულების შემდეგ ამაზე ევროკომისარი ვარჰეი და მინისტრები თავად ისაუბრებენ. გაფართოება იქნება ჩვენი დღის წესრიგის მნიშვნელოვანი თემა. ამ თვალსაზრისით წინ გველის ერთ-ერთი ისტორიული სამიტი, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებია მისაღები. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ დისკუსია კარგად მოვამზადოთ ქვეყნების მთავრობების მეთაურებისთვის, რომლებიც ორ დღეში ამ შენობაში შეიკრიბებიან და მაქვს პოზიტიური შედეგების მოლოდინი. დიპლომატია, როგორც იცით სრული დატვირთვით მუშაობს. ლიდერებს აქვთ ერთმანეთთან კომუნიკაცია. ასევე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი კონტაქტზეა ყველა ლიდერთან. დარწმუნებული ვარ ჩვენც, კომისიიდან ჩვენს მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ სამიტს დადებითი შედეგები ჰქონდეს“, - აღნიშნა მიროშ შეფჩოვიჩმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა