თეგებით ძიება

არ დაალაგოთ სახლი ახალი წლის ღამეს, უმჯობესია თუ ამას წინა დღით გააკეთებთ

ახალი წელი ყველასთვის განსაკუთრებული და საყვარელი დღესასწაულია, ადამიანები კეთილდღეობისა და იღბლის მოზიდვას ცდილობენ, საინტერესოა რა არ უნდა გააკეთოთ 31 დეკემბერს რომ ზემოთ ხსენებულნი არ დაკარგოთ.

არ მოაძროთ ან დააკეროთ ღილები – ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ წლის ბოლო დღეს ღილების დაკერება დაუშვებელია – თუ ამას გააკეთებთ, მთელი მომავალი 12 თვის განმავლობაში ძველ პრობლემებსა და შეცდომებზე ფიქრი დაგტანჯავთ.

არ წაიღოთ ფეხსაცმელი შესაკეთებლად – ითვლება, რომ ამის გამო მომავალ წელს ახალ ტანსაცმელს ვერ იყიდით.

31 დეკემბრიდან 19 იანვრამდე ფულის სესხება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი მომავალი წელი სერიოზული ფინანსური სირთულეები გელოდებათ.

ნუ მიირთმევთ კიბორჩხალას სადღესასწაულო სუფრაზე: მოერიდეთ ზღვის იმ პროდუქტებს, რომლებიც უკუღმა დაცურავენ. ეს კარიერაში პრობლემებს მოასწავებს – შეიძლება დაგაქვეითონ ან სულაც სამსახურიდან გაგიშვან.

არ გადაყაროთ ძველი ნივთები – იღბალს შეუძლია მათთან ერთად დატოვოს სახლი. ნაგვის მოშორება მიზანშეწონილია ადრე – 30 დეკემბერს, ან დღესასწაულის შემდეგ – 2 იანვარს.

არ დაალაგოთ სახლი ახალი წლის ღამეს, უმჯობესია თუ ამას წინა დღით გააკეთებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბედნიერება თქვენი ოჯახიდან ნაგავთან ერთად გავა.

თუ გინდა გამდიდრდე, ჯიბეები და საფულე ცარიელი არ დატოვო, ამისთვის კუპიურები ან მონეტებიც საკმარისი იქნება.

თუ სპაში წასასვლელ მიზეზს ეძებდით, მაშინ გაგიმართლათ – ითვლება, რომ აბაზანა და საუნა ხელს უწყობს ყველა უსიამოვნებისა და უარყოფითი ენერგიის მოცილებას.

დაბოლოს, 1-ელ იანვარს დიდხანს არ იძინოთ. ითვლება, რომ რაც უფრო ადრე გაიღვიძებს ადამიანი ახალ წელს, მით უფრო ბედნიერი იქნება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა