აშშ-ში მიწისქვეშა ქალაქი ააგეს მათთვის, ვისაც სამყაროს აღსასრულის დროს გადარჩენა სურს (ფოტოები)
ამერიკულმა კომპანია Vivos-მა მიწისქვეშა ქალაქი ააგო, რომელიც სამყაროს აღსასრულის დროს გადარჩება. ამის შესახებ Metro იუწყება.
გიგანტური თავშესაფარი, რომელსაც 10 ათასი ადამიანის დატევა შეუძლია, ყოფილი სამხედრო ბაზის ადგილზე, სამხრეთ დაკოტას მთებში მდებარეობს. შედარებით პატარა თავშესაფარი ინდიანაში ააგეს, კიდევ ერთი კი გერმანიაში შენდება.
Vivos-ის აღმასრულებელი დირექტორის, დანტე ვიჩინოს თქმით, მიწისქვეშა ქალაქში ბინების გაყიდვები ერთ წელში 300 პროცენტით გაიზარდა.
სანამ ადამიანები თავშესაფრის ძებნაში დაბნეულები ირბენენ, ჩვენი ქალაქის მაცხოვრებლები მშვიდად მოვლენ და კომფორტულად აღჭურვილ ბინებში, მძიმე კარს მიღმა საიმედოდ განთავსდებიან. ეს კარი ნებისმიერი საფრთხისგან დაიცავთ, რომელიც მიწის ზედაპირზეა - ამბობს ვივოსის აღმასრულებელი დირექტორი.
კომპანია ამტკიცებს, რომ მიწისქვეშა ქალაქს მიწის ზედაპირთან კონტაქტის გარეშე, ავტომონიურად მუშაობა მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში შეუძლია. სამხრეთ დაკოტას პერსონალურ ბუნკერში ადგილის დაჯავშნის მსურველებს 55 ათასი დოლარის გადახდა მოუწევთ, ინდიანას თავშესაფარში ადგილები გაცილებით იაფია - 35 ათასი დოლარი, ამასთან საჭირო პროფესიების მქონე ადამიანებისთვის განდაკუთრებული ფასდაკლება მოქმედებს.