თეგებით ძიება
13. 12. 2023 მსოფლიო

აშშ უკრაინას დამატებით 200 მილიონ დოლარს გამოუყოფს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის დამატებით 200 მილიონის დოლარის დახმარების შესახებ განაცხადა. ამის შესახებ ბაიდენმა თეთრ სახლში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის დაწყებისას აღნიშნა.

კერძოდ, უკრაინა ახალ სამხედრო დახმარებას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მარაგებიდან მიიღებს.

„გადაწყვეტილებები, რომლებსაც ახლა ჩვენ ვიღებთ, ათწლეულების განმავლობაში მომავალს განსაზღვრავს, განსაკუთრებით ევროპაში“, - განაცხადა ბაიდენმა.

მისივე თქმით, აშშ-ის კონგრესმა უკრაინის დამატებით დაფინანსებას კენჭი სადღესასწაულო არდადეგებამდე უნდა უყაროს, რადგან თუ ეს არ მოხდება, ეს იქნება ვლადიმერ პუტინისთვის საშობაო საჩუქარი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა