"ამ ვითარებაში კანდიდატის სტატუსი რომ მივიღოთ, არაფერი საზეიმო არ გვაქვს" - გიგა ბოკერია
ამ ვითარებაში კანდიდატის სტატუსი რომ მივიღოთ, არაფერი საზეიმო არ გვაქვს იქამდე, ვიდრე ამ პუტინისტური სულისკვეთების რეჟიმს არ გამოვცვლით, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა 13 დეკემბერს ორბელიანების სასახლეში დაგეგმილ ღონისძიებაზე სალომე ზურაბიშვილის მიწვევას.
როგორც ბოკერიამ აღნიშნა, პრეზიდენტისა და ოპოზიციური სპექტრის უდიდესი ნაწილისგან, განსაკუთრებით კი, „ლელოსგან“, „დროასა“ და „გირჩისგან“, „ევროპულ საქართველოს“ არსებითად განსხვავებული პოზიცია აქვს.
ბოკერიას თქმით, კანდიდატის სტატუსი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, თუმცა, ის ამ ხელისუფლების პირობებში ის ქვეყანას ვერ უშველის.
„ჩვენ ვთვლით, რომ ამ ვითარებაში კანდიდატის სტატუსი რომ მივიღოთ, არაფერი საზეიმო არ გვაქვს იქამდე, ვიდრე არ გამოვცვლით ამ პუტინისტური სულისკვეთების რეჟიმს პროდასავლური, პროქართული ხელისუფლებით“, - განაცხადა ბოკერიამ.