თეგებით ძიება

ნუგზარ წიკლაური „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს

ნუგზარ წიკლაური „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

"დიახ, შეგვიძლია ასე ვთქვათ, [რომ ვტოვებ ენმ-ს]. ჩვენ ვნახეთ ის ვითარება, რაც უძღოდა ამ ამბებს. მთელი 9 თვის განმავლობაში, გულწრფელად ვამბობ, ყველანაირად ვცდილობდი, რომ არ მომხდარიყო იმ ღირებულებების, დემოკრატიული ფასეულობების დევალვაცია, რაც იყო დაკავშირებული ნაციონალურ მოძრაობასთან.

კიდევ ერთხელ ვამბობ, მას შემდეგ, რაც უარყო ამ პოლიტიკურ პარტიაში მმართველობამ საკუთარი პოლიტიკური საბჭო, საკუთარი წარსული, საკუთარი ისტორია, მას შემდეგ, რაც უარყო ათი ათასობით საკუთარი ამომრჩევლის, პოლიტიკური პარტიის წევრის პოზიცია, ამის შემდეგაც ვერ შეისმინა ვერაფერი ახალმა მმართველობამ, ამიტომ ვფიქრობ, რომ იქ აღარ არ არის არაფერი..." - განაცხადა წიკლაურმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა