ვოლოდიმირ ზელენსკი ნორვეგიაში ჩავიდა
ვოლოდიმირ ზელენსკი ნორვეგიაში ჩავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ნორვეგიის მთავრობა ავრცელებს.
ზელენსკი და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი, იონას გაჰრ სტორე ერთობლივ შეხვედრაზე უკრაინის მხარდაჭერის შესახებ ისაუბრებენ.
„ნორვეგია უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს, რათა უკრაინას თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში დავეხმაროთ“, - განაცხადა სტორემ ზელენსკის ვიზიტის წინ.
უკრაინის პრეზიდენტი ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის შემდეგ, დანიის, ფინეთის, ისლანდიისა და შვედეთის ლიდერებს შეხვდება.