ქართული სამზარეულო მსოფლიოს 50 ქვეყანას შორის 26-ე ადგილზეა
TasteAtlas-მა 2023 წლის მსოფლიოს საუკეთესო სამზარეულოს რეიტინგი გამოაქვეყნა. სამოგზაურო ონლაინ სახელმძღვანელოში მსოფლიოს მასშტაბით არსებული 50 ქვეყანაა მოხვედრილი, რომელთა შორის საქართველო 26-ე ადგილზეა.
5-ქულიანი შეფასების სისტემის მიხედვით, საქართველომ 4,39 ქულით, 26-ე ადგილი დაიკავა. პირველი ადგილი 4,65 ქულით იტალიამ, ხოლო ბოლო, 50-ე ადგილი 4,21 ქულით ავსტრალიამ დაიკავა.
ამასთან, მსოფლიოს საუკეთესო კერძების რეიტინგში TOP10-ში შესული ქვეყნებია: იტალია, იაპონია, საბერძნეთი, პორტუგალია, ჩინეთი, ინდონეზია, მექსიკა, საფრანგეთი, ესპანეთი და პერუ.