თეგებით ძიება
13. 12. 2023 მსოფლიო

უკრაინის დაჩქარებული პროცედურებით გაწევრიანება არც უნგრეთის და არც ევროკავშირის ინტერესებს არ შეესაბამება - ვიქტორ ორბანი

უკრაინის დაჩქარებული პროცედურებით გაწევრიანება არც უნგრეთის და არც ევროკავშირის ინტერესებს არ შეესაბამება, - ამის შესახებ ვიქტორ ორბანმა უნგრეთის პარლამენტში გამართული დებატების დროს განაცხადა.

„უკრაინის დაჩქარებული პროცედურებით გაწევრიანება არც უნგრეთის და არც ევროკავშირის ინტერესებს არ შეესაბამება. თუ ევროკავშირის წესები სერიოზულად არ იქნება გათვალისწინებული, ევროკავშირი არსებობას შეწყვეტს“, - განაცხადა ორბანმა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ კიევმა მოლაპარაკებების დაწყების პირობები არ შეასრულა და 2015 წლიდან უკრაინაში მცხოვრებ უნგრელებს იმ უფლებებს ართმევს, რომლითაც ისინი ადრე სარგებლობდნენ.

„დააბრუნეთ ეს უფლებები. ჩვენ არ ვითხოვთ ახალ კანონს. ჩვენ უკრაინას ვთხოვთ, რომ ძველი კანონი აღადგინოს“, - აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა