ისრაელმა ღაზის სექტორში მდებარე „ჰამასის“ გვირაბების დატბორვა დაიწყო
ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორში მდებარე „ჰამასის“ გვირაბების ზღვის წყლით დატბორვა დაიწყეს. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ცნობით, ეს პროცესი „ადრეულ სტადიაზეა“. წყაროების ინფორმაციით, გვირაბების დატბორვა რამდენიმე კვირას გაგრძელდება. WSJ-ის მტკიცებით, „ცაჰალმა“ 7 სატუმბი დააყენა, რომელთა საშუალებით წყალი ხმელთაშუა ზღვიდან ჩაიტუმბება.
ისრაელის არმიის ინფორმაციით, 3 დეკემბრის მონაცემებით, „ცაჰალმა“ 800-ზე მეტი შახტი აღმოაჩინა, რომელიც „ჰამასის“ მიწისქვეშა გვირაბებს უკავშირდება.