თეგებით ძიება

„პირდაპირ გეტყვით: ცხოვრებაში არაფერში გაგიმართლებთ, არავინ შემოგხედავთ, არ დაგაფასებენ" - ვის მიმართავს თათა გიორგობიანი?

"ღამის შოუს" ბენდის წევრი  თათა გიორგობიანი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს: 

"მომრავლდით კაცები ან ქალები, რომლებიც მუდმივად წუწუნებთ და თავს ისაწყლებთ. ჰოდა, საკუთარი ძველი მწარე გამოცდილებიდანაც და ფსიქოლოგიიდანაც, პირდაპირ გეტყვით: მზად იყავით, რომ ცხოვრებაში არაფერში გაგიმართლებთ. ადამიანი რადიოსავით ჯდება ტალღაზე და იმ ვიბრაციებზე, რომლებსაც მოაქვთ სიხარულის მდგომარეობა, ბედნიერება, ხვავი, ბარაქა, სიყვარული და დაფასება. ვიდრე თქვენ თავად არ ისწავლით თავის პატივისცემას, დიახ, არავინ შემოგხედავთ, დიახ, უხეშად მოგექცევიან, დიახ, არ დაგაფასებენ, დიახ, იღბალი ზურგს გაქცევთ. იცით, რატომ? ისინი გრძნობენ, რომ თქვენ კარგის მისაღებად არ ხართ მზად. თქვენგან აირეკლავენ თქვენივე უბედურებისთვის მზადყოფნას, ყურებჩამოყრას, ფლეგმას. კი, სიტყვით ამბობთ: “მზადა ვარ! მზააად!” მაგრამ შინაგანი მდგომარეობა ტანჯულისა გაქვთ. “აბა, მე საიდან”, “კი, მაგრამ როგორ?!” “ეეე ძმაო, ეგრე რანაირად, უბერავს ესა” - აი, სწორედ ეს გიშლით ხელს.

მსხვერპლის როლი გაქვთ მორგებული და შეიძლება, თავს გმირადაც კი მიიჩნევთ, რომ ამდენ რამეს იტანთ და უძლებთ. ცხოვრებაც მეტს და მეტს გასაძლებს და “საგმიროს” გიგზავნით. პრობლემა კი მხოლოდ და მხოლოდ თქვენს ქვეცნობიერ დამოკიდებულებებშია. ეს ყოველივე თქვენი არჩევანია, რომელიც თავს დააჯერეთ, რომ თქვენია და თითქოს სხვა გზა არ გქონდათ. გახსოვდეთ, რომ ხელი უნდა მოუსვა და გეშველება. თუ არ მოუსვი, წარმოსახვითი გვირგვინი, ვერც ეკლის და ვერც ოქროსი, ვერ გიშველის.

გაიარეთ ტრენინგები, დაიწყეთ კითხვა, სწავლა, მუშაობა, გართობა, ვარჯიში. დაიწყეთ ბედნიერი და წარმატებული ადამიანივით ფიქრი და ცხოვრება (თუნდაც თავიდან გეხელოვნურებოდეთ). ცოტა ხანში სასწაულს იხილავთ" - წერს ის. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა