თეგებით ძიება

15 დეკემბერს, 20:00 საათზე, დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე აინთება

15 დეკემბერს, 20:00 საათზე, დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე აინთება. 16 დეკემბერს კი, ორბელიანის მოედანზე და დედაენის ბაღში, საახალწლო სოფელი გაიხსნება. მოეწყობა ყინულის მოედანი.

პატარების განწყობაზე თოვლის ბაბუ, ანიმატორები და ზღაპრის გმირები იზრუნებენ. მოეწყობა სადეგუსტაციო და გასტრონომიული ტურები.

„საახალწლო სოფელში მოეწყობა გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი, ცხელი სასმელების ბარი, საშობაო ბაზარი, საახალწლო ქალაქის სახელოსნო და თეატრი, ფოტოზონები, საციგურაო ყინულის მოედანი, ოღონდ - ნამდვილი ყინულის მოედანი იქნება. იქნება ასევე თეატრალიზებული მსვლელობები, საბავშვო ვორკშოპები დ ა.შ. მთლიანობაში, ჯადოსნური, მხიარული, ახალი წლის ემოციებით სავსე 23 საღამო გველოდება,“ - აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა