თეგებით ძიება
13. 12. 2023 მსოფლიო

დონალდ ტუსკის მთავრობამ ფიცი დადო და მუშაობა ოფიციალურად დაიწო

დონალდ ტუსკის მთავრობამ ფიცი დადო და მუშაობა ოფიციალურად დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური საინფორმაციო ვებ-გვერდი Onet-ი ავრცელებს.

პოლონეთის პრეზიდენტის სასახლეში დონალდ ტუსკმა და კოალიციური მთავრობის შემადგენელი პარტიების მინისტრებმა ფიცი დადეს. პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ პრემიერ-მინისტრი და მინისტრები ოფიციალურად დანიშნა.

ფიცის დადებამდე დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ პრეზიდენტთან პოლონეთის ინტერესების შესაბამისად ითანამშრომლებს.

„მაშინაც კი, თუ ჩვენ სხვადასხვა გზა და გამოცდილება გვაქვს, ზოგჯერ ძალიან განსხვავებულიც კი, როცა პრეზიდენტი ან პრემიერ-მინისტრი ხარ, პოლონეთის ინტერესების შესაბამისად უნდა იმუშაო და სხვა არაფერი უნდა იყოს მნიშვნელოვანი. დიახ, ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება“, - განაცხადა დონალდ ტუსკმა.

თავის მხრივ, ანჯეი დუდამ აღნიშნა, რომ ვეტოს ისეთს არაფერს დაადებს, რაც პოლონეთისთვის სარგებლის მომტანი იქნება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა