თეგებით ძიება
13. 12. 2023 მსოფლიო

მსახიობი ანდრე ბრაუერი გარდაიცვალა

ამერიკელი მსახიობი, სიტკომის „ბრუკლინი ცხრა-ცხრა“ ვარსკვლავი ანდრე ბრაუერი გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ბრაუერი 61 წლის იყო. ის ხანმოკლე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

ბრაუერი ჩიკაგოში დაიბადა და სამსახიობო კარიერის დაწყებამდე სტენფორდის უნივერსიტეტში სწავლობდა. ის 11-ჯერ იყო წარდგენილი „ემიზე“, და ორჯერ გახდა ამ ჯილდოს მფლობელი როლებისთვის სერიალში „მკვლელობა: ცხოვრება ქუჩაში“ და ფილმში „ქურდი“.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა