"მიშას ძონძები" – რა ვიდეოს აქვეყნებს ლალი მოროშკინა?
ჟურნალისტი, ლალი მოროშკინა, სოციალურ ქსელში აქვეყნებს ამონარიდს ინტერვიუდან, სადაც ის სააკაშვილის მმართველობის პერიოდზე საუბრობს და თან კომენტარად წერს - “მიშას ძონძები”.
“მიშა კარგი მანიპულატორი იყო, მაგრამ შემდეგ ძონძების მიწებებით თავის თავზე… თითქოს შეეშინდა ჭკვიანი, გამოცდილი პოლიტიკოსების გვერდით ყოფნა, ძონძები მიიწება, როცა ძონძებს იწებებ, შენც ძონძდები, ეს მოუვიდა. ამხელა პოტენციალის მქონე ადამიანს შეეძლო გაებრწყინებია საქართველო, რეალურად შეეძლო. იყო მაგისი მოლოდინი, რომ მოვა ადამიანი, ახალ სიტყვას იტყვის და რაღაცას უშველის ჩვენ საცოდავ ქვეყანას.”
ლალი მოროშკინა 2004 წლის შეტაკებებს ცხინვალის რეგიონში ომს უწოდებს და ამბობს რომ ეს ომი სააკაშვილმა დაიწყო.
"ომით შევიდა ცხინვალში 2004 წელს, ეს იცით რომელი სცენაა, რომ დააჩოქეს ჩვენი ბიჭები და მერე დედებს გამოატანეს, იმდენად დაამცირეს, რატომ გააკეთა ეს, რად უნდოდა ეს? სად გინახავს შენ ომით დაბრუნებული ტერიტორიები?
2004 წელს შეიარაღებული კონფლიქტი ერგნეთის ბაზრობის დახურვას მოჰყვა. ყველაზე მასშტაბური შეტაკება თლიაყანის ტერიტორიაზე 19 აგვისტოს გაიმართა. შეიარაღებული კონფლიქტის დროს ქართულმა მხარემ 16 მებრძოლი დაკარგა, მათ შორის იყო საქართველოს ეროვნული გმირი, კაპრალი ზაზა დამენია. კომანდოს ბატალიონის კაპრალი სანგარში ჩავარდნილ ხელყუმბარას გადაეფარა, რითაც სამი ჯარისკაცი გადაარჩინა." - აცხადებს მოროშკინა.