ნორვეგია უკრაინას საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად დამატებით დახმარებას გაუწევს
ნორვეგია უკრაინას საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად დამატებით დახმარებას გაუწევს, - ამის შესახებ ნორვეგიის პრემიერ მინისტრმა, იონას გაჰრ სტორემ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ უკრაინას თავდაცვის ინდუსტრიის შესაძლებლობების გასაძლიერებლად თანადაფინანსებას გავუწევთ, რათა მას თავის დასაცავად საკმარისი საბრძოლო მასალა ჰქონდეს“, - განაცხადა იონას გაჰრ სტორემ.
უკრაინის პრეზიდენტმა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ნორვეგიის მხარდაჭერა სხვებს მაგალითს აძლევს.
„დღეს ნორვეგიის პრემიერ-მინისტრს, იონას გაჰრ სტორეს შევხვდი და უკრაინასა და ნორვეგიას შორის ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი პრიორიტეტები განვიხილე. მათ შორის, უკრაინელი მეომრების მხარდაჭერა, შავ ზღვაში თავისუფალი ნავიგაციის უზრუნველყოფა და ჩვენი ქალაქების დაცვა“, - წერს ზელენსკი X-ზე.