თეგებით ძიება

ევროპარლამენტმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით მხარი დაუჭირა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მინიჭებას და უკრაინასთან, მოლდოვასთან, ასევე ბოსნია და ჰერცეგოვინასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დაწყებას. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

ამასთანავე, როგორც სოციალურ ქსელში რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტი რიკარდ იოზვიაკი წერს, რეზოლუცია სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს.

ევროკავშირის გაფართოების საკითხი ევროპულმა საბჭომ 14-15 დეკემბერს სამიტზე განიხილავს. ამ სამიტზე საბოლოოდ უნდა გადაწყდეს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების და ასევე უკრაინისთვის, მოლდოვისთვის, ასევე ბოსნია და ჰერცეგოვინიხთვის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკების დაწყებას.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა