თეგებით ძიება

„იდეალური გამოსავალი კრემატორიუმების მუშაობის დაკანონებაა“ - რას წერს მამუკა გამყრელიძე?

“ევროპელი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა გამყრელიძე სოციალურ ქსელში წერს:

თბილისის მოსახლეობის ზრდამ

სასაფლაოების ფართობის და ფასების უკიდეგანო ზრდა გამოიწვია. ე.წ. კერძო სასაფლაოების ფასი ათეულობით ათას დოლარს აღწევს. ფართობი კი ქალაქის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს და ისიც, განაშენიანების საუკეთესო ზონებში. 

ასეთ დროს იდეალური გამოსავალი კრემატორიუმების მუშაობის დაკანონებაა, რომლებიც აკრძალული ყოფილა რელიგიური დოგმის გამო. თბილისი მულტირელიგიური ქალაქია და არ მგონია ასეთი აკრძალვა სწორი იყოს. თანაც ათეისტების რაოდენობა სულ უფრო იზრდება. არადოგმატური მართლმადიდებლებიც ბევრია. 

მგონია დროა ამ საკითხზე დაფიქრებაც - წერს გამყრელიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა