თეგებით ძიება

2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი საბოლოოდ დღეს დამტკიცდება

საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე განხილვის შემდეგ, 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი პარლამენტში კენჭისყრაზე დღეს დადგება და საბოლოოდ დამტკიცდება.

პროექტის მიხედვით, ეკონომიკური ზრდა 5,2%-ის ოდენობითაა დაგეგმილი. ხარჯვითი ნაწილი კი დაახლოებით 165 მილიონი ლარით იზრდება.

2024 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს ზრდას სოციალური, განათლების, კულტურისა და სპორტის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში. ასევე, გათვალისწინებულია ბიუჯეტის ზრდა ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და საჯარო მოხელეთა ანაზღაურების კუთხით.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა