აზერბაიჯანმა და სომხეთმა სამხედრო ტყვეები გაცვალეს
აზერბაიჯანმა და სომხეთმა სამხედრო ტყვეები გაცვალეს. აზერბაიჯანმა სომხეთს 32 სამხედრო მოსამსახურე დაუბრუნა, რომელთა უმრავლესობაც აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ტყვედ 2020 წლის საბრძოლო მოქმედებებისას აიყვანეს. სომხეთმა კი აზერბაიჯანს 2 სამხედრო მოსამსახურე გადასცა, რომლებმაც ტყვეობაში 8 თვე დაჰყვეს.
ტყვეების გაცვლის შესახებ შეთანხმების მიღწევის თაობაზე ბაქომ და ერევანმა გასულ კვირას განაცხადეს. ერთობლივ განცხადებაში მხარეებმა ურთიერთობის ნორმალიზებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.