თეგებით ძიება

ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდება – ირაკლი ჩიქოვანი

“საქართველო არის ევროპული სახელმწიფო და საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი. საქართველოს მთავრობამ გააკეთა ყველაფერი, რათა ეს შედეგი დადმდგარიყო”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

„ის, რომ ამ გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი, იქნება მნიშვნელოვანი ინვესტიცია მომავალი მშვიდობიანი საქართველოს განვითარებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია პირდაპირ ხელს გვიშლის და საბოტაჟს უწყობს არა მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ მთლიანად ქართულ სახელმწიფოს, საქართველოს მაინც აქვს წარმატებული შედეგები და ჩვენ მომავალშიც ასე გავაგრძელებთ.

გზავნილი არის ერთი, რომ საქართველო ევროკავშირის სახელმწიფოა და საქართველო ევროკავშირის წევრი სახელმწიფო გახდება. ევროპული სახელმწიფოს მომავალი ევროკავშირშია“, – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა