თეგებით ძიება
14. 12. 2023 მსოფლიო

ევროკავშირში ფულის გათეთრებასთან ბრძოლის სააგენტო შეიქმნება

ევროკავშირში ფულის გათეთრებასთან ბრძოლის სააგენტო შეიქმნება - ამ საკითხზე წინასწარ შეთანხმებას ევროპულმა საბჭომ და ევროპარლამენტმა მიაღწიეს.

„ფულის გათეთრებასთან და ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლის სააგენტოს“ (AMLA) ექნება ფინანსურ სექტორში მოქმედ მაღალი რისკის მქონე ორგანიზაციებზე პირდაპირი და ირიბი ზედამხედველობის უფლებამოსილება.

ჯერჯერობით უცნობია, სად განთავსდება ახალი უწყების შტაბ-ბინა. ამ საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს.

„ფინანსური დანაშაულების საერთაშორისო ხასიათის გათვალისწინებით, ახალი უწყება გაზრდის ფულის გათეთრებასთან და ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლის კანონმდებლობის ეფექტურობას, ეროვნულ ზედამხედველებთან ერთად შექმნის ინტეგრირებულ მექანიზმს, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ორგანიზაციებმა ფულის გათეთრებასთან და ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლის კუთხით არსებული ვალდებულებები შეასრულონ“, - აღნიშნულია


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა