თეგებით ძიება
14. 12. 2023 მსოფლიო

მაგიდაზე საქართველოს საკითხიც დევს, მაგრამ უფრო დიდი პრობლემა ეხება უკრაინას და მოლდოვას - კაია კალასი

ესტონეთის პრემიერ-მინისტრის, კაია კალასის განცხადებით, გაფართოებასთან დაკავშირებით ყველა ქვეყნის საკითხი განიხილება განცალკევებულად და ასევე ერთადაც.

„ჩვენ ყველა ქვეყნის საკითხს განვიხილავთ განცალკევებულად და ასევე ერთადაც. წინადადებები დევს მაგიდაზე. მათ შორის არის საქართველოს საკითხი, მაგრამ უფრო დიდი პრობლემა ეხება უკრაინას და მოლდოვას. ვნახოთ, რა გამოვა. მაგრამ ცხადია, პოლიტიკური გადაწყვეტილება ჩვენი მისაღებია. ჩვენ უნდა მივყვეთ ევროკომისიის ანგარიშს, რომელიც ამბობს, რომ

უკრაინამ შეასრულა კრიტერიუმები, რომ მასთან მოლაპარაკებების პროცესი დაიწყოს. ეს მოლაპარაკებები კი რამდენიმე წელი გრძელდება, რაც ჩვენი ისტორიიდანაც ვიცით“, - აღნიშნა კაია კალასმა.

ევროპული საბჭო ბრიუსელში დღეს და ხვალ შეიკრიბება და იმსჯელებს გაფართოების პაკეტზე, რომელიც 10 ქვეყანას მოიცავს. გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის ლიდერებმა კონსენსუსის საფუძველზე უნდა მიიღონ. გაფართოების პაკეტი ეხება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, უკრაინასთან და მოლდოვასთან წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყებას, ასევე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს. ევროპული საბჭო საბოლოო გადაწყვეტილებას ორდღიანი სამიტის მიმდინარეობისას გამოაცხადებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა