თეგებით ძიება
14. 12. 2023 მსოფლიო

საქართველო იმსახურებს ჩვენს მხარდაჭერას - ბულგარეთის პრემიერი

საქართველო იმსახურებს ჩვენს მხარდაჭერას, - ასე უპასუხა ბულგარეთის პრემიერმა ნიკოლაი დენკოვმა „ქრონიკის“ კითხვას - დაუჭერს თუ არა ბულგარეთი მხარს საქართველოს.

„ბულგარეთი ცალსახად მხარს უჭერს საქართველოს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველო დღეს ჩვენს მხარდაჭერას იმსახურებს“, - აღნიშნა დენკოვმა.

ევროპული საბჭო ბრიუსელში დღეს და ხვალ შეიკრიბება და იმსჯელებსგაფართოების პაკეტზე, რომელიც 10 ქვეყანას მოიცავს. გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის ლიდერებმა კონსენსუსის საფუძველზე უნდა მიიღონ. გაფართოების პაკეტი ეხება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, უკრაინასთან და მოლდოვასთან წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყებას, ასევე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს. ევროპული საბჭო საბოლოო გადაწყვეტილებას ორდღიანი სამიტის მიმდინარეობისას გამოაცხადებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა