თეგებით ძიება
14. 12. 2023 მსოფლიო

უკრაინას ევროპელმა მოკავშირეებმა უმტყუნეს - CNN

უკრაინას ევროპელმა მოკავშირეებმა უმტყუნეს - ამ სათაურით სტატიას ტელეკომპანია CNN-ი აქვეყნებს. ტელეკომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ დასავლეთში უკრაინაში ომისგან დაღლილობა შეიმჩნევა.

ამის მტკიცებულებად CNN-ს ამერიკის შეერთებულ შტატებში უკრაინისთვის დახმარების გამოყოფის საკთხზე მიმდინარე მწვავე დებატები და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებული სირთულეები მოჰყავს.

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უფროსმა მრჩეველმა CNN-ს განუცხადა, რომ რამდენადაც ევროპულ ბლოკში გაწევრიანება კიევისთვის ნატოს წევრობასთან პირდაპირ კავშირშია, ევროპელი მოკავშირეების ყოყმანი უარყოფით გზავნილად აღიქმება. CNN-ის ცნობით, კიევში შიშობენ, რომ ეს რუსეთის აგრესიას კიდევ უფრო მეტად წაახალისებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა