თეგებით ძიება

„ქა­ლა­ქის პა­რა­ლი­ზე­ბის მი­ზე­ზი მცი­რე­დი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბია“ - ვახტანგ წილოსანი

თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ის ტრან­სპორ­ტი­სა და ურ­ბა­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს უფ­რო­სი, ვიქ­ტორ წი­ლო­სა­ნი სა­ცო­ბის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბის თა­ო­ბა­ზე სო­ცი­ა­ურ ქსელ­ში პოსტს აქეყ­ნებს და წერს:

"არა­ერ­თხელ მით­ქვამს, გარ­და იმი­სა რომ ქა­ლაქ­ში 650 000 ავ­ტო­მო­ბი­ლი გა­და­ად­გილ­დე­ბა და ეს ტენ­დენ­ცია, ჩემი აზ­რით. ამას­თან, კა­ტას­ტრო­ფუ­ლად მზარ­დია, ხში­რად ქა­ლა­ქის პა­რა­ლი­ზე­ბის მი­ზე­ზი მცი­რე­დი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბია და ის ჯაჭ­ვუ­რად გა­და­ე­ცე­მა ერთი ქუ­ჩი­დან მე­ო­რეს. რაც უფრო პი­კურ პე­რი­ოდ­ში ხდე­ბა ეს ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა, მით უფრო მტკივ­ნე­უ­ლია ეს ქა­ლა­ქის­თვის.

შე­ვეც­დე­ბი აღვწე­რო ორი კონ­კრე­ტუ­ლი უბ­ნის შემ­თხვე­ვა.მა­გა­ლი­თად, დღეს 17:54 სთზე კოს­ტა­ვა ჭო­ვე­ლი­ძის კვე­თას­თან იყო ავტო საგ­ზაო შემ­თხვე­ვა, რა­მაც შე­ა­ფერ­ხა მოძ­რა­ო­ბა მე­ლი­ქიშ­ვილ­ზე, შე­სა­ბა­მი­სად ჭავ­ჭა­ვა­ძი­დან (რა­მაც გა­მო­იწ­ვია ჭავ­ჭა­ვა­ძე­ზე ჩა­მომ­სვლე­ლი ქუ­ჩე­ბის პა­რა­ლუ­ზე­ბა და ავ­ტო­მა­ტუ­რად შე­ა­ფერ­ხა, ფა­ლი­აშ­ვი­ლი და აბა­ში­ძე .რა­მაც ვა­კის პა­რა­ლი­ზე­ბა გა­მო­იწ­ვია) და ვა­რა­ზის­ხე­ვი­დან ნა­კა­დი ვერ გა­ვი­და მე­ლი­ქიშ­ვილ­ზე, შე­სა­ბა­მი­სად, პე­კი­ნი გმირ­თა მო­ედ­ნის გავ­ლით ვერ ავი­და ვა­რა­ზის­ხევ­ზე და აშ. რა­მაც გა­მო­იწ­ვია სა­ბურ­თა­ლოს პა­რა­ლი­ზე­ბა. ამას და­ე­მა­ტა შუა გზა­ში ავა­რი­უ­ლად გა­ჩე­რე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი ლა­გუ­ნა­ზე. შემ­დეგ და­მა­ტე­ბით ერთი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა ისევ მე­ლი­ქიშ­ვილ­ზე და ისევ ერთი ავა­რი­უ­ლად მდგო­მი ავ­ტო­მო­ბი­ლი ვა­ხუშ­ტის ხიდ­ზე.

P.S. კე­თი­ლის მო­სურ­ნე­ებს ვთხოვ, ნუ შე­მო­ვარ­დე­ბი­ან ფრა­ზე­ბით თით­ქოს ეს არის სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე გა­დაბ­რა­ლე­ბის მცდე­ლო­ბა. არა­ვის არა­ფერს არ ვაბ­რა­ლებ! ე ს არის უბ­რა­ლოდ ორი კონ­კრე­ტუ­ლი უბ­ნის პა­რა­ლი­ზე­ბის მა­გა­ლი­თი, თით­ქოს უმ­ტკივ­ნე­უ­ლო ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბის გამო." - წერ­და გუ­შინ წი­ლო­სა­ნი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა