„ეს არც ტაო-კლარჯეთია, არც ჰერეთი და არც ლორე“ - რა ფოტოს აქვეყნებს დეკანოზი ილია ჭიღლაძე?
დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს:
„ეს არც ტაო-კლარჯეთია, არც ჰერეთი და არც ლორე, არც ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი, ეს საქართველოს გულში, გორის მუნიციპალიტეტის ატენის ხეობის ყველაანთუბნის მე-8 საუკუნის ბაზილიკაა! უპატრონობით ინგრევა 1300 წლის ეკლესია - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ძეგლი!“