თეგებით ძიება
14. 12. 2023 მსოფლიო

დღეს გაბედულობა ან ბრიუსელში იქნება, ან მოსკოვში - ზელენსკი

დღეს გაბედულობა ან ბრიუსელში იქნება, ან მოსკოვში. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებთან ვიდეოკავშირით გამოსვლისას განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ 2023 წლის დასაწყისიდან რუსეთს მნიშვნელოვანი მიღწევები არ ჰქონია, არც ბრძოლის ველზე და არც საერთაშორისო არენაზე. ზელენსკიმ ევროპელ ლიდერებს მოუწოდა, ბრიუსელში დაგეგმილ სამიტზე გადაწყვეტილების მიღების უუნარობით ამ ტრენდის ცვლილებას აარიდონ თავი.

“დღეს დღეა, როდესაც გაბედულობა ან ბრიუსელში იქნება ან მოსკოვში. ხალხი ევროპაში ვერ გაიგებს თუ ბრიუსელში შეხვედრის “ჯილდოდ” პუტინის კმაყოფილი ღიმილი გახდება”, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სამიტამდე რიგ ევროპელ ლიდერებთან ჰქონია მოლაპარაკებები და “ერთი არგუმენტიც არ გაუგია, თუ რატომ არ უნდა მოვახდინოთ მთელი ევროპის მიერ შეთანხმებული გეგმის რეალიზება.”

“მკაფიო გრაფიკი იყო ევროკავშირისთვის - დღეს პოლიტიკური გადაწყვეტილების დღეა იმის საპასუხოდ, თუ რას მივაღწიეთ. საუბარია უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნაზე, ხოლო მომავალი წლის მარტში - წინ წასაწევად მოლაპარაკებების ჩარჩოს დამტკიცებაზე…

გასულ წელს უკრაინამ მკაფიო რეკომენდაციები მიიღო თუ როგორ წაიწიოს წინ. საკვანძო კანონები მივიღეთ. თქვენ ყველამ - ხაზს ვუსვამ: ყველამ - კარგად იცით, რომ ჩვენ ყველა ვალდებულება შევასრულეთ”, - განაცხადა ზელენსკიმ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა