თეგებით ძიება

"მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში საცობებია, არც სასწრაფო დახმარების მანქანას და არც სახანძროს გადაადგილების პრობლემა არ აქვს" - კახა კალაძე

თბი­ლი­სის მე­რის, კახა კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, თბი­ლი­სის­თვის სა­ცო­ბე­ბი ერთ-ერთი გა­მოწ­ვე­ვაა და ამის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის "გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბაა“.

რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, სა­ცო­ბე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით იმის­თვის, რომ "რა­ღა­ცე­ბი გა­მოს­წორ­დეს“, ერ­თა­დერ­თი გზა ის პო­ლი­ტი­კაა, რო­მელ­საც დე­და­ქა­ლა­ქის მე­რია ატა­რებს.

"სა­ცო­ბე­ბი ერთ-ერთი გა­მოწ­ვე­ვაა და ამის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბაა. 650 ათა­სი ავ­ტო­მო­ბი­ლი მოძ­რა­ობს თბი­ლის­ში პი­კის სა­ათ­ში. წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ? გუ­შინ ამას ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბი და­ე­მა­ტა, ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს მი­და­მო­ებ­ში იყო 54 ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა გუ­შინ. ეს სა­ოც­რე­ბაა ცხა­დია ამ ყვე­ლა­ფერს აქვს თა­ვი­სი გავ­ლე­ნა. ერ­თა­დერ­თი გზა, რაც ჩვენ შე­საძ­ლებ­ლო­ბას მოგ­ვცემს, რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით რა­ღა­ცე­ბი გა­მო­ვას­წო­როთ, ეს არის ის პო­ლი­ტი­კა, რა­საც დე­და­ქა­ლა­ქის მე­რია ატა­რებს - სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის გან­ვი­თა­რე­ბა, ახა­ლი სა­ავ­ტო­ბუსო ზო­ლე­ბი, ავ­ტო­ბუ­სე­ბი. იცით, რომ 18-მეტ­რი­ა­ნი ავ­ტო­ბუ­სე­ბი მალე დაგ­ვე­მა­ტე­ბა დე­და­ქალ­ში, რომ შევ­ძლოთ უფრო მეტი ადა­მი­ა­ნის გა­დაყ­ვა­ნა. შევ­ძლოთ, უფრო ხელ­მი­საწ­ვდო­მი გავ­ხა­დოთ, რო­გორც ავ­ტო­ბუ­სი ასე­ვე, მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი და რა თქმა უნდა, ის ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი. მეს­მის, ამ სა­მუ­შა­ო­ე­ბის დრო­საც არის დის­კომ­ფორ­ტი, პრობ­ლე­მა. დღეს წე­რეთ­ლის გამ­ზი­რი გა­და­კე­ტი­ლია და მოძ­რა­ო­ბა ჭირს, რად­გან ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. სხვა­ნა­ი­რად შე­უძ­ლე­ბე­ლია. მა­შინ რა ვქნათ, არ გა­ვა­კე­თოთ? ნა­ხეთ ძა­ლი­ან მარ­ტივ რა­ღა­ცას გე­უბ­ნე­ბით, ოპო­ზი­ცია ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სპე­კუ­ლან­ტე­ბი არი­ან. აღ­ნიშ­ნუ­ლი თე­მით სპე­კუ­ლი­რე­ბენ. მე გა­მო­ვე­დი, კი­დევ ერთხელ ვთქვი და ხაზი გა­ვუს­ვი - თუ გაქვთ რა­ი­მე და იცით, მზად ვართ მო­ი­ტა­ნეთ ან გა­ა­კე­თეთ გან­ცხა­დე­ბე­ბი და გა­ვა­კე­თებთ. მაგ­რამ უბ­რა­ლოდ ძა­ხი­ლი, რომ ის არას­წორს აკე­თებს.. კარ­გი, მე არას­წორს ვა­კე­თებ, რა არის სწო­რი გვი­თხა­რით. მსოფ­ლი­ო­ში სა­უ­კე­თე­სო კომ­პა­ნი­ე­ბი, ექ­სპერ­ტე­ბი ჩარ­თულ­ნი არი­ან და გვე­უბ­ნე­ბი­ან, თუ რა უნდა გა­კეთ­დეს. ეს არის პო­ლი­ტი­კუ­რი სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი. ვა­შა­ძის თემა მინ­და გა­ვიხ­სე­ნო, გა­მო­ვი­და თქვა, რომ მერი არას­წო­რად აკე­თებს, "სის­ტრამ“ და­უ­წე­რა რა­ღა­ცე­ბი და იმას არ ას­რუ­ლებ­სო. გა­მოდ­გა, რომ ეს არის ტყუ­ი­ლი, სიც­რუე. თვი­თონ აღ­ნიშ­ნუ­ლი კომ­პა­ნი­აც გა­მო­ვი­და, სიც­რუ­ე­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა ბა­ტო­ნი ვა­შა­ძე. მერე, მივ­მარ­თე მას, რომ თუ იცის რამე, წარ­მო­ად­გი­ნოს და მზად ვართ გან­ვი­ხი­ლოთ. გა­მო­ვი­და და კო­მი­სი­ე­ბი შევ­ქმნა­თო, სა­სა­ცი­ლოა ეს ყვე­ლა­ფე­რი“,- გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის შე­კი­თხვას, რო­მე­ლიც სა­ცო­ბე­ბის გამო, გუ­შინ ხან­ძრი­სას გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო ბრი­გა­დე­ბის შე­საძ­ლო დაგ­ვი­ა­ნე­ბას შე­ე­ხე­ბო­და, კა­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ცო­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, არც სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნას და არც სა­ხან­ძროს გა­და­ად­გი­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით პრობ­ლე­მა არ აქვს.

"არა­ნა­ი­რი დაგ­ვი­ა­ნე­ბით არ მი­სუ­ლა {სა­ხან­ძრო მან­ქა­ნა]. შე­გიძ­ლი­ათ გა­მო­ი­თხო­ვოთ ეგ ინ­ფორ­მა­ცია და მი­ი­ღებთ დე­ტა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რამ­დენ წუთ­ში მი­ვი­და სა­ხან­ძრო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ქა­ლაქ­ში არის სა­ცო­ბე­ბი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რთუ­ლია გა­და­ად­გი­ლე­ბა, არც სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნას და არც სა­ხან­ძროს გა­და­ად­გი­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით პრობ­ლე­მა არ აქვს, იმი­ტომ, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას იმის კულ­ტუ­რა აქვს, რო­დე­საც სა­ხან­ძრო მო­დის და თუნ­დაც სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნა, გა­ა­ტა­რონ“,- გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა