„წინ უკვე წევრობა და მილიონობით ქართველის ოცნების ახდენაა“ - გოგა ჩანადირი
ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა. ფოტოჟურნალისტი გოგა ჩანადირი ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:
კიდევ ერთი ნაბიჯი ევროკავშირისკენ!
ევროპულმა საბჭომ საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა!
ეს ამბავი იქსით ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა გვამცნო.
ხვალ კი ბეჭედი ოფიციალურად დაესმება.
წინ უკვე წევრობა და მილიონობით ქართველის ოცნების ახდენაა - წერს ჩანადირი.