თეგებით ძიება

წყალი 7 საათით შეწყდება - GWP ინფორმაციას ავრცელებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვაზე ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.

„15 დეკემბერს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, მთაწმინდის რაიონში, რუსთაველის გამზ. N13-თან წყალმომარაგების ქსელზე სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ  სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 15 დეკემბერს 11:00 საათიდან 15 დეკემბრის 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

მთაწმინდის რაიონში:

რუსთაველის გამზ. N13-31 (კენტებს), თაბუკაშვილის N 25-51 (კენტებს), N 30-48 (ლუწებს); ვასო აბაშიძის,  შოთა მესხიას, კვალის და გია ჭანტურიას ქუჩებს, სტამბას ჩიხს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის", - ნათქვამია ინფორმაციაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა