თეგებით ძიება

„ავარჩევ ერთ ადამიანს, რომელსაც ნებისმიერ ზონაზე პლასტიკურ ოპერაციას ვაჩუქებ“ - რას წერს თი მაჭავარიანი?

ბლოგერმა და ინფლუენსერმა, თი მაჭავარიანმა საახალწლოდ ერთ-ერთი იღბლიანი გოგონას გახარება გადაწყვიტა, რომელსაც პლასტიკური ოპერაციის ხარჯებს დაუფინანსებს.

„ერთი ამბავი მაქვს ამ ადამიანებისთვის, ვინც ცუდი კომენტარები დამიწერა და რა თქმა უნდა, ჩემი ერთგული, მხარდამჭერი აუდიტორიისთვის... ბოროტებას ბოროტებით არასდროს ვპასუხობ, პირიქით, ყველას ვურჩევ, რომ ბოროტებას ბოროტებით არასდროს უპასუხონ, პირიქით, სიკეთე გაუკეთე და ეს უფრო დააფიქრებს თავის საქციელზე და შეცდომებზე. ერთ სიკეთეს გაჩუქებთ საახალწლოდ, თქვენც და იმ კარგ ადამიანებსაც, რომლებიც გამუდმებით ჩემს გვერდით არიან და მხარს მიჭერენ - ეს საახალწლო საჩუქარი იქნება პლასტიკური ოპერაცია ჩემგან. 

ავარჩევ ერთ ადამიანს, რომელსაც ნებისმიერ ზონაზე პლასტიკურ ოპერაციას ვაჩუქებ. განსაკუთრებით, იმ გოგონებს, საშინელ კომენტარებს რომ მიწერენ, შესაძლოა, დიდი მკერდის ქონის სურვილი ჰქონდეთ და სწორედ ამიტომ მიწერენ ცუდ კომენტარებს. მოგცემთ იმის შესაძლებლობა, რომ აიხდინოთ სურვილი და საახალწლოდ ამ საჩუქარს გაგიკეთებთ. 

სულ ცოტა ხანში გაგაგებინებთ, რა და როგორ იქნება. ამ ეტაპზე, ერთ ადამიანს ავარჩევ, მაგრამ შესაძლოა, მოგვიანებით კიდევ ერთი იყოს. ასე რომ, რამდენიმე დღეში ჩემს პოსტს დაელოდეთ,“ - ამბობს თი მაჭავარიანი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა