პარლამენტის პლენარული სხდომა შალვა პაპუაშვილმა მილოცვით გახსნა
პარლამენტის პლენარული სხდომა დღეს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მილოცვით გახსნა და მოქალაქეებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება მიულოცა. რის შემდეგაც სხდომათა დარბაზში ევროკავშირის ჰიმნი გაჟღერდა.
პარლამენტის სხდომათა დარბაზში გადმოფენილია ევროკავშირისა და საქართველოს დროშები.