თეგებით ძიება

"ჩვენ, ქართველი ხალხი, მთელი ჩვენი ერთიანობითა და წინააღმდეგობებით ამ ისტორიული მიღწევის ნამდვილი გმირები ვართ" - შალვა პაპუაშვილი

ჩვენ, ქართველი ხალხი, მთელი ჩვენი ერთიანობითა და წინააღმდეგობებით ამ ისტორიული მიღწევის ნამდვილი გმირები ვართ. მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ამ მიღწევაში საკუთარი წვლილი შეიტანა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, საქართველომ დამსახურებულად მიიღო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.

 

„გუშინ საქართველომ დამსახურებულად მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რაც დაგვამახსოვრდება როგორც ისტორიული მასშტაბის გარდამტეხი მოვლენა. დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, ჩვენი ეროვნული ძალისხმევის მთავარ მიზანს წარმოადგენდა დაბრუნება იქ, სადაც საქართველოს ისტორიული ადგილი იყო. ევროპისადმი ჩვენი კუთვნილების დამტკიცება არ გვჭირდება, ჩვენ ვიყავით ყველაზე ადრეული ევროპულ - ქრისტიანი ერი და საუკუნეების განმავლობაში, ქრისტიანული სამყაროს აღმოსავლეთი ბასტიონი. ერთ-ერთი ყველაზე პირველი სრულად ელექტორალური ევროპული დემოკრატია და ბოლოს, ერი, რომელმაც გასული სამი ათწლეულის განმავლობაში, საოცარი გადასვლა მოახერხა საბჭოთა ოკუპაციიდან ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სრულად დამსახურებულ სტატუსამდე. ჩვენ, ქართველი ხალხი, მთელი ჩვენი ერთიანობითა და წინააღმდეგობებით ამ ისტორიული მიღწევის ნამდვილი გმირები ვართ. მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ამ მიღწევაში საკუთარი წვლილი შეიტანა, ვინც დაუღალავად შრომობდა ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დასაცავად და ქვეყნის ევროპულ ოჯახში შესაყვანად. გილოცავთ ამ დღეს, გთხოვთ, ფეხზე წამოვუდგეთ ევროპის ჰიმნს!“- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა