თეგებით ძიება

პარლამენტში ევროკავშირის დროშები მხოლოდ უმრავლესობის ადგილებზე დაგვახვედრეს - სამადაშვილი

პარტია ლელოს პოლიტიკური მდივანი, სალომე სამადაშვილი Facebook-ზე წერს, რომ დღევანდელ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ევროკავშირის დროშები მხოლოდ ქართული ოცნებისა და მოძრაობა ხალხის ძალის დეპუტატების ადგილებზე დადეს, ოპოზიციის წევრების ადგილებზე კი არა.

"ამ გოიმმა რუსებმა დღეს დარბაზში ევროკავშირის დროშები მხოლოდ უმრავლესობის ადგილებზე დაგვახვედრეს. ხო, ხალხის ძალასაც დაუდგეს". - წერს სამადაშვილი და სხდომათა დარბაზში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

დღეს, 15 დეკემბერს პარლამენტში საშემოდგომო სესიის ბოლო პლენარული სხდომა მიმდინარეობს.

14 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა