თეგებით ძიება

ჩვენ მოდუნებას არ ვაპირებთ, საბოლოო მიზანი არის ევროკავშირში გაწევრიანება - ირაკლი კობახიძე

რა თქმა უნდა, საბოლოო მიზანია ევროკავშირში გაწევრიანება და ბუნებრივია, ამ მიზნის მისაღწევად გაკეთდება ყველაფერი, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყველაფერი გაკეთდება, რომ რაც შეიძლება მოკლე ვადებში, ყოველ ჯერზე წინ წაიწიოს საქართველო ევროინტეგრაციის მიმართულებით.

„რა თქმა უნდა, მოდუნებას არ ვაპირებთ. წინ არის გასავლელი გზა იმისთვის, რომ ჩვენ საბოლოოდ გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. უახლოეს პერიოდში შესასრულებელია ცხრა პრიორიტეტი, რომელიც წარმოადგინა ევროკავშირმა. ბუნებრივია, ყველაფერი გაკეთდება, რომ რაც შეიძლება მოკლე ვადებში ყოველ ჯერზე წავიწიოთ წინ ევროინტეგრაციის მიმართულებით, გაიხსნას მოლაპარაკებები საქართველოსთვის და საბოლოო მიზანი რა თქმა უნდა, არის ევროკავშირში გაწევრიანება. ამ მიზნის მისაღწევად, ბუნებრივია, ყველაფერი გაკეთდება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა