ლევან უჩანეიშვილი იუბილარია
ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი, ლევან უჩანეიშვილი დღეს იუბილარია. მსახიობი 1958 წლის 15 დეკემბერს ქალაქ თბილისში დაიბადა. 1979 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი. კინოში იღებენ 1976 წლიდან. 1980-იანი წლების განმავლობაში როლებს იღებდა ქართულ ფილმებში. განსაკუთრებით აღსანიშნავია ფილმები „სახლი ლესნაიაზე“, „კუკარაჩა“, „მამაკაცები და სხვები“, „სპირალი“ და სხვა.
1990-იანი წლებიდან ცხოვრობს და მოღვაწეობს ამერიკაში, სადაც მონაწილეობას იღებს ჰოლივუდის ფილმებში, რომელთაგან აღსანიშნავია: „დამოუკიდებლობის დღე“ (1996), „ბლეიდი“ (1996), „პრეზიდენტის თვითმფრინავი“ (1997), „ვირუსი“ (1999), „25-ე საათი“ (2002) და სხვა. მონაწილეობა აქვს მიღებული ტელესერიალ „საიდუმლო მასალების“ ერთ-ერთ ეპიზოდში.