“ევროკავშირის დროშა პირველად მე ავაფრიალე 2004–ში, 2008-ში რუსეთმა სცადა დაშვება და არ გამოუვიდა” – მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:
“მე ვარ ამაყი ქართველი და უკრაინის ამაყი მოქალაქე. უკრაინამ გაუხსნა საქართველოს გზა ევროპაში, მაგრამ ქართველი ხალხი არის მთავარი სუბიექტი, რომელიც აახლოებს ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანების დღეს.
ევროპამ შემოაბიჯა კავკასიაში და ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ საქართველოში ერთხელ აფრიალებული ევროპის დროშა აღარასდროს დაეშვება. მე ის პირველად ავაფრიალე 2004-ში. 2008-ში რუსეთმა სცადა დაშვება და არ გამოუვიდა.
ახლა უკვე თავად ევროკავშირმა აწია ჩვენს რეგიონში თავისი დროშა და ამას ვეღარაფერი შეცვლის.”