თეგებით ძიება

„ამის შემდეგ, მე თუ ჩემი სიტყვები უკან წავიღე, შეგიძლიათ ეს პოსტი გამოიყენოთ ჩემს წინააღმდეგ!“ - სალომე უშხვანი მიმართვას ავრცელებს

„პრაიმ ჰაუსის“ მესამე სეზონის მონაწილე, სალომე უშხვანი მიმართვას ავრცელებს.

„სამართლიანობა ჩემთვის მთავარი ღირებულებაა! უსამართლობის განცდა არის ის, რის გამოც შემიძლია დავუპირისპირდე სრულიად სამყაროს, თუნდაც ამით ვაზარალებდე საკუთარ თავს ! მე არ ვარ ადამიანი, რომელიც შეეგუება და თვალს დახუჭავს უსამართლობაზე!

მაქვს გამბედაობა, ვიყო პირველი და მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ: იმ შემთხვევაში, თუ პროექტში არ დაფასდება ძლიერი ქალი, ქალი, რომელსაც ებრძოდა ყველა, ქალი, რომელმაც შექმნა მეოთხე სეზონი, ქალი, რომელიც არის ძლიერი და ღირსეული, მაგ შემთხვევაში, ჩემს თავს ვერ ვხედავ პროექტში და ავტომატურად ვერც ნიკოს... სადაც ანასნაირ ქალებს არ აფასებენ!

ანას პროექტიდან გაშვება ნიშნავს იმას, რომ უსამართლობამ ამჯერადაც იზეიმა და მე არ ვაპირებ ვასოცირდებოდე გადაცემასთან, სადაც იმარჯვებს უსამართლობა! მე ამ სიტყვებს ვაცხადებ მთელი ქვეყნის წინაშე.

დროა იზეიმოს სამართლიანობამ!

ამ ყველაფრის შემდეგ, მე თუ ჩემი სიტყვები უკან წავიღე, თქვენ შეგიძლიათ ეს პოსტი გამოიყენოთ ჩემს წინააღმდეგ! გაავრცელეთ ყველგან! ანას პროექტიდან გაშვება=მეხუთე სეზონს ჩემს გარეშე!,“ - წერს სალომე უშხვანი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა