„აი, კარგად წაიკითხეთ და დაიმახსოვრეთ“ - რა წერს შალვა ნათელაშვილი?
კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, ქართული ოცნების მიერ ორგანიზებულ ზეიმზე ოპოზიციური პარტიების ზოგი წარმომადგენლის მისვლას „ლეიბორისტული პარტიი“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება:
„აი კარგად წაიკითხეთ და დაიმახსოვრეთ. თუ მომავალ პარლამენტში მოხვდებიან ეს ქოცების დღევანდელ ზეიმზე დაუპატიჟებლად მიჭრილი ოპო—ჯგუფები თავიაანთი პრეზიდენტის ჩათვლით, ისინი ასევე ივანიშვილს შეუქმნიან კოალიციურ მთავრობას იგივე მოტივაციით“ - წერს ნათელაშვილი.