თეგებით ძიება

გერმანიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარა

გერმანიის საკანონმდებლო კრების ზედა პალატამ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნებად აღიარა.

უსაფრთხო ქვეყნებად ითვლება ის სახელმწიფოები, სადაც მოქალაქეებს სამართლებრივი დევნის შიში არ აქვთ, ხოლო მათი უფლებები დაცულია. ამ გადაწყვეტილების შემდეგ გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა საკითხები უფრო მალე გადაწყდება და ვისაც თავშესაფარს არ მისცემენ, მათი დეპორტაცია მოხდება.

რამდენიმე დღის წინ ამ კანონპროექტს გერმანიის საკანონმდებლო კრების ქვედა პალატამაც მხარი დაუჭირა. მაშინ გერმანიის შს მინისტრმა ნენსი ფეზერმა განაცხადა, რომ საქართველოსა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანება სურთ და ამ ქვეყნის მოქალაქეები პოლიტიკური მოტივებით არ იდევნებიან.

გერმანიაში უსაფრთხო ქვეყნებად ასევე აღიარებულია ალბანეთი, ბოსნია, განა, კოსოვო, ჩრდილოეთ მაკედონია, სენეგალი, სერბეთი და მონტენეგრო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა