თეგებით ძიება

ოპოზიციას კი არა, თავის არჩეულ პრეზიდენტს როგორ მოექცნენ? ეს იყო სამარცხვინო... - გიორგი ვაშაძე ხელისუფლებაზე

იქიდან გამომდინარე, რაც გუშინ ვნახეთ, ვინმეს იოტისოდენა განცდა უჩნდება, რომ მათ [ხელისუფლებას] თანამშრომლობა სურთ? – არ აპირებენ თანამშრომლობას, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ითანამშრომლებენ თუ არა ხელისუფლებასთან ევრო რეკომენდაციების შესრულების პროცესში.

ვაშაძემ გუშინ, თავისუფლების მოედანზე გამართულ სახალხო ზეიმზე ისაუბრა, სადაც ტრიბუნასთან საქართველოს პრეზიდენტი არ მიიწვიეს.

„მე რომ ვიყო მათ [ხელისუფლების] ადგილზე, ყველას დავურეკავდი და ხელს გავუწვდიდი – პრეზიდენტს, ოპოზიციას, სამოქალაქო სექტორს ვეტყოდი, ერთად დავდგეთ და ეროვნული ამოცანა შევასრულოთ. ასეთი საქართველო დაინახეთ გუშინ? არ აპირებენ თანამშრომლობას. ოპოზიციას კი არა, თავის მიერ არჩეულ პრეზიდენტს როგორ მოექცნენ გუშინ?! მე რომ მესაუბრებით თანამშრომლობაზე, მათი მხრიდან ხომ უნდა დავინახო თანამშრომლობის სურვილი?!“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა