დღეიდან 7 იანვრამდე ორბელიანის მოედანზე, „დედაენის ბაღსა“ და მიმდებარე ქუჩებზე „საახალწლო სოფელი“ იფუნქციონირებს
დღეიდან 7 იანვრამდე ორბელიანის მოედანზე, „დედაენის ბაღსა“ და მიმდებარე ქუჩებზე „საახალწლო სოფელი“ იფუნქციონირებს.
ორბელიანის მოედანსა და „დედაენის ბაღში“ „საახალწლო სოფელი“ უკვე გაიხსნა. იქ მისულ სტუმრებს საახალწლო განწყობა დახვდებათ. ბავშვების კარგ განწყობაზე თოვლის ბაბუა და ზღაპრის გმირები იზრუნებენ. თოვლის ბაბუა პატარებს „დედაენის ბაღში“ მოწყობილ „სანტას სახლში“ მიიღებს.
ამასთან, წელს პირველად, ორბელიანის მოედანზე მოწყობილია საციგურაო მოედანი.
7 იანვრამდე დაგეგმილია არაერთი გასართობი და კულტურული აქტივობები. ორბელიანის მოედანსა და დედაენის ბაღში მოქალაქეები დილიდან იკრიბებიან. „საახალწლო სოფლებში“ მათ ადგილობრივი მეწარმეების მიერ დამზადებული ნაკეთობების გამოფენა-გაყიდვა, გასტრონომიული სივრცე და ტკბილეულის ფესტივალი დახვდებათ.