თეგებით ძიება

ლაგოდეხში ცოფის ვირუსით დაავადებულმა მტაცებელმა მონადირის ძაღლები დაკბინა

ლაგოდეხში ცოფის ვირუსით დაავადებულმა მტაცებელმა მონადირის ძაღლები დაკბინა, რომლებსაც ჭრილობები პატრონმა დაუმუშავა. ინფორმაციას ლაგოდეხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ადასტურებენ.

ცენტრის დირექტორის, ბესიკ ხელაძის განმარტებით, ძაღლების მეპატრონეს გადაუდებელი აცრები უტარდება, ძაღლები კი იზოლირებულად, თავშესაფარში გადაიყვანეს.

„შემთხვევა სოფელ რაჭისუბაწში მოხდა. ეს სამონადირეო ძაღლები არიან, რომლებმაც ძუძუმწოვარი მტაცებელი, მაჩვი მოკლეს. ჩვენ შევძელით შესაბამისი შემოწმების ჩატარება და ცხოველი აღმოჩნდა ავადმყოფი, კერძოდ, ცოფის ვირუსით დაავადებული. მისგან დაკბენილი ძაღლები თავშესაფარში გადავიყვანეთ და ვაკვირდებით. მამაკაცი კი, რომელმაც ძაღლებს ჭრილობები დაუმუშავა, უკვე ანტირაბიულ აცრებს იტარებს. ჯერჯერობით, ცხოველები კარგად არიან და მათზე დაკვირვება გრძელდება"- განაცხადა ხელაძემ.

მომხდარი შემთხვევის გამო, სოფელ რაჭისუბანში სპეციალისტებმა ყველა ძაღლის ვაქცინაცია ჩაატარეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა