თეგებით ძიება

როგორ მოვიზიდოთ სიყვარული და სიკეთე ახალი წლის ღამეს? – 20 საახალწლო ცრურწმენა

ჩვენ მოგიყვებით 20 ჯადოსნურ რიტუალზე, რომელიც სიყვარულის და სიკეთის მოზიდვაში დაგეხმარებათ:

ზუსტად შუაღამის კოცნა უზრუნველყოფს მის სიყვარულს, ვისაც ვკოცნით. თუ ამას არ გააკეთებთ, შეიძლება მომდევნო წლისთვის ურთიერთობები დაგეძაბოთ.

ახალი წლის ღამეს ცეკვას სიყვარული და კეთილდღეობა მოაქვს.

თუ ახალ წელს მოწყენილი ხართ, ნუ იტირებთ, შესაძლოა ეს განწყობა მთელი წელი გაგყვეთ.

არ დაამტვრიოთ არაფერი. ეს ჰგავს სარკის გატეხვას და უიღბლობის მომასწავებელია.

დარწმუნდით, რომ საახალწლოდ თქვენი კარადები სავსეა და საფულეშიც გაქვთ გარკვეული თანხა. თუ ასეა, კეთილდღეობა გარანტირებულია.

გადაიხადეთ გადასახადები 1 იანვრამდე, რადგან ახალი წელი არ უნდა დაიწყოთ ვალით.  არ გაასესხოთ ფული და არც ისესხოთ.

პირველი, ვინც ახალი წლის ღამეს შუაღამის შემდეგ შემოვა თქვენს სახლში, დიდ გავლენას მოახდენს თქვენს ცხოვრებაზე მომავალი წლისთვის.

არაფერი გადაყაროთ ახალი წლის პირველ დღეს. ასე ხვავი წავა თქვენი ოჯახიდან.

აუცილებლად მიირთვით ახალი წლის ტრადიციული კერძი, რათა წარმატებული წელი გქონდეთ.

მოერიდეთ ქათმისა და ინდაურის ჭამას წლის პირველ დღეს, რადგან ის ცრუმორწმუნეების აზრით სიღარიბესთან ასოცირდება.

მიირთვით ყურძნის 12 მარცვალი ახალი წლის ღამეს, რადგან ის კეთილდღეობას მოგიტანთ მომდევნო 12 თვის განმავლობაში.

სიმბოლურად დაკავდით რაიმე საქმით ახალი წლის დღეს, ეს ბარაქას მოგიტანთ.

ნუ გარეცხავთ ახალ წელს, თორემ შესაძლოა ახალ წელს საყვარელი ადამიანი "გარეცხოთ".

არ დაალაგოთ სახლი ახალი წლის დღეს.

არ დაიბანოთ თმა ახალი წლის დღეს.

ნუ გამოიყენებთ მაკრატელს ან დანას ახალ წელს, რადგან ისინი "გაწყვეტენ" ბედს.

ატარეთ ახალი სამოსი ახალი წლის დღეს, რადგან მიიღოთ მეტი ტანსაცმელი მომდევნო 365 დღის განმავლობაში.

ჩაიცვით წითელი ფერის სამოსი ახალ წელს, რადგან ეს ბედნიერებას მოგიტანთ.

შუაღამისას გააღე სახლის ყველა კარი, რათა ახალი წელი შემოვიდეს და ხმაური ატეხეთ ბოროტი სულების დასაშინებლად.

დარწმუნდით, რომ დაასხით ჭიქა შამპანური - ან ნებისმიერი სასმელი - ახალი წლის დღეს, რადგან მას ბედნიერება მოაქვს.

სინამდვილეში, ეს სია მხოლოდ ახალი წლის ცრურწმენების ფრაგმენტია. მთავარია გულით ისურვოთ და თან იმოქმედოთ, რომ სურვილი მხოლოდ სურვილად არ დარჩეს.

წყარო : TREND.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა