თეგებით ძიება

როგორ გამოიმუშავა შაკირამ 300 მილიონი დოლარის წმინდა ქონება

კოლუმბიელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და მოცეკვავე სცენაზე 1990-იანი წლების დასაწყისში გამოჩნდა და მას შემდეგ ყველა დროის ნომერ პირველი გაყიდვადი ლათინური შემსრულებელი გახდა.

შაკირამ სიმღერა ოთხი წლის ასაკში დაიწყო. 13 წლისამ ხელი მოაწერა Sony Music Colombia-ს და გამოუშვა პირველი ალბომი Magia. მას შემდეგ მოიგო სამი გრემი და Billboard Hot 100-ის ტოპ-ათეულში ექვსჯერ მოხვდა. მისი ყველაზე ცნობილი ჰიტია Hips Don't Lie.

მუსიკის გარდა, შაკირამ დაამტკიცა, რომ გონიერი ბიზნესმენია. სწორედ ამის დამსახურებაა, რომ მომღერალმა საკმაოდ დიდი ფულის გამომუშავება შეძლო.

მისი პირველი ორი ალბომის, Magia and Peligro-ს კომერციული წარუმატებლობის შემდეგ, მან პოპულარობა ესპანურ ქვეყნებში მისი შემდგომი ალბომებით Pies Descalzos და Dónde Están Los Ladrones მოიპოვა. საერთაშორისო სუპერვარსკვლავად კი სიმღერებმა: Whenever, Wherever და Underneath Your Clothes აქცია.

ესპანური სცენის დაპყრობის შემდეგ, შაკირამ ინგლისურ ბაზარზე განაგრძო დამკვიდრება, გამოუშვა ალბომები, როგორიცაა Fijación Oral, Vol. 1. 2010 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატისთვის კი ოფიციალური სიმღერა WAKA WAKA შექმნა.

Billboard-ის თანახმად, მან გაყიდა 95 მილიონზე მეტი ჩანაწერი მსოფლიოში. 2012 წელს Forbes-მა მისი შემოსავალი დაახლოებით 20 მილიონ დოლარად შეაფასა. 2019 წელს კი მისი შემოსავალი 35 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.

2018 წელს შაკირა ელ დორადოს მსოფლიო ტურნეში გაემგზავრა, სადაც 75 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. 2023 წელს Billboard-მა განაცხადა, რომ Waka Waka-ს მომღერალმა მხოლოდ გასტროლებით გამოიმუშავა დაახლოებით 108,1 მილიონი დოლარი.

მალე შაკირა მუსიკის გარდა ბევრ სხვა ბიზნესსა და ინდუსტრიაშიც ჩაერთო. იგი გახდა Pepsi, Oral-B და T-Mobile-ის ბრენდ ამბასადორი.

2010 წელს კი შაკირამ ბაზარზე საკუთარი სილამაზის ხაზი "S By Shakira" ჩაუშვა.

კომპანიამ გამოუშვა მრავალი სუნამო, როგორიცაა S By Shakira და S By Shakira Eau Florale, რომლებმაც გაყიდვების პირველ წელს 35 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი მოიტანა. 2019 წლის მონაცემებით, მან გამოუშვა 30 უნიკალური სუნამო.

გარდა ამისა, იგი გამოჩნდა NBC-ის პოპულარულ რეალითი შოუში The Voice-ის მოსამართლედ. The Hollywood Reporter-ის ცნობით, შაკირა სეზონში 12 მილიონ დოლარს გამოიმუშავებდა.

Rolling Stone-ის ცნობით, შაკირამ 2008 წელს Live Nation-თან ათწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ხელშეკრულების ღირებულება 70-დან 100 მილიონ დოლარამდე იყო.

2021 წელს მან თავისი 145 სიმღერისგან შემდგარი მუსიკალური კატალოგის გამოქვეყნების უფლება მიჰყიდა ლონდონში მოქმედ მუსიკალურ საინვესტიციო კომპანია Hipgnosis-ს. ასევე მან გააცოცხლა გაზელის პერსონაჟი დისნეის ანიმაციურ ფილმში Zootopia.

შაკირას წმინდა ქონება დაახლოებით 300 მილიონ დოლარად არის შეფასებული და ის ნამდვილად სარგებლობს მდიდრული ცხოვრების წესით. მას აქვს უძრავი ქონება ფაქტობრივად, მთელს მსოფლიოში, მათ შორის ყველაზე გამორჩეულია მაიამის სასახლე, რომელიც 2010 წელს 12,7 მილიონ დოლარად შეიძინა.

ზღვისპირა ვილა აღჭურვილია ექვსი საძინებლით, შვიდი აბაზანით, განსაცვიფრებელი ხედებით, სახლის სპორტული დარბაზითა და ჩილიმის დარბაზითაც კი.

გავრცელებული ინფორმაციით, მის ავტოფარეხში განთავსებულია მერსედეს S-კლასი, რომლის ღირებულებაა დაახლოებით 125,000 აშშ დოლარი, მერსედეს SL550, რომლის ღირებულებაა 114,000 აშშ დოლარი, სხვა პრესტიჟულ მწარმოებლებსა და მოდელებთან ერთად, როგორიცაა Audi A7 Sportback, Mercedes SLK250, BMW X6, Tesla Model S და Jeep Wrangler.

წყარო: therichest.com


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა