თეგებით ძიება

დაჟინებით გთხოვთ, რომ საახალწლო ნაძვის ხე მიყიდოთ, რომელიც 2500 ლარამდე დაჯდება - დომენიკ მანგო

ბლოგერი დომენიკ მანგო, იგივე კუკური ბარამიძე გამომწერებს სოციალური ქსელის საშუალებით მიმართავს და სთხოვს საახალწლო ნაძვის ხე უყიდონ, რომლის ღირებულება 2500 ლარამდეა. მანგოს გარდა ნაძვის ხისა დიჯიას კამერის შეძენა სურს და სახლისთვის საახალწლო მოსართავები. როგორც ბლოგერი წერს, ჯამში 6000 ლარამდე სჭირდება.

“მეგობრებო, უკვე მესამე დღეა დაჟინებით გთხოვთ, რომ საახალწლო ნაძვის ხე მიყიდოთ, რომელიც 2500 ლარამდე დაჯდება და ასევე დიჯიაის კამერა, რომელიც 3000 ლარი ღირს. ჯამში 6000 (500 ლარი სახლის მორთვისთვის) ლარამდე მჭირდება, რომ მეც მქონდეს ლამაზი ახალი წელი და ვიგრძნო, რომ თქვენთვის არ ვარ ვიღაც არარობა, რომლისთვისაც ერთი ცალი საღეჭი რეზინის ფულს არ იმეტებთ. თუ კიდევ დიდ ხანს მაგრძნობინებთ, რომ ჩემი საქმეები 1 ლარად არ გიღირთ, მეც ზუსტად ასევე შემოგხედავთ თქვენ.

“მოექეცი ისე ადამიანს, როგორც გინდა მოგექცეს.” – სახარება. რაც უფრო მეტად მატკენთ გულს და მაგრძნობინებთ, რომ თქვენთვის არარაობა ვარ, მით უფრო მეტად ავიცრუებ ამ გულს თქვენზე და ნუ იზამთ ამას.

თუ ჩემს ოჯახში არ გამოჩნდებით ის 6000 ადამიანი, რომელიც ჩემს საახალწლო სურვილს აასრულებს, არც ჩემი შრომაა ესეიგი საჭირო. კიდევ ერთხელ გიმეორებთ: მჭირდება ნაძვის ხე და კამერა. გაიმეტეთ ერთი ცალი საღეჭი რეზინის ფული ჩემთვის .

“ითხოვდით და მოგეცეს თქუენ; ეძიებდით და ჰპოვოთ; ირეკდით, და განგეღოს თქუენ.” – მათე 7:7-11 სახარება

ანგარიშის ნომრები კომენტარებშია”, _ წერს მანგო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა